JBS სკოლა
ჰოლისტური განათლების თანამედროვე მოდელი – გარემო, სადაც ბავშვები სრულყოფილად ავითარებენ აკადემიურ ცოდნას, ემოციურ ინტელექტსა და ფიზიკურ შესაძლებლობებს
ჩვენ ვზრდით გამარჯვებულებს ცხოვრების მოედანზე
სკოლის შესახებ
JBS სკოლა არის ჯანო ბაგრატიონის მემკვიდრეობით შთაგონებული პირველი სკოლა რეგიონში რომელიც ნერგავს ჰოლისტური განათლების თანამედროვე მოდელს (Whole Child Education) და ეფუძნება რწმენას, რომ ნამდვილი განათლება ბავშვს მთლიანობაში ავითარებს — აძლიერებს მის გონებას, სხეულსა და ხასიათს, რაც მის ცხოვრებისეულ წარმატებას უზრუნველყოფს
ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ძლიერი და შეუპოვარი ახალი თაობა, რომელიც ვითარდება ინტელექტუალურად, ფიზიკურად და ემოციურად.
JBS სკოლაში სწავლა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას — აკადემიური ცოდნის, ფიზიკური გამძლეობისა და პიროვნული თვისებების ერთიან ზრდას, რაც მოსწავლეებს ამზადებს ლიდერობისთვისა და წარმატებისთვის როგორც უნივერსიტეტში, ისე ცხოვრებაში
JBS სკოლის გუნდი
ტროი ფილმანი
აკადემიური დირექტორი
ლევან ახვლედიანი
თანადამფუძნებელი
ირაკლი შენგელია
თანადამფუძნებელი
გამოცდილი ლიდერებისა და პროფესიონალების გუნდი, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო განათლების, ბიზნესისა და მენეჯმენტის გამოცდილებას და ქმნის გარემოს, სადაც ხედვა რეალურ შედეგად იქცევა”
JBS სკოლაში აკადემიური პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და მიზნად ისახავს მოსწავლეების სრულფასოვან მომზადებას როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე თანამედროვე სამყაროსთვის.
პროგრამა აგებულია აშშ-ის საგანმანათლებლო სტანდარტებზე და ამზადებს მოსწავლეებს International Baccalaureate (IB) და Advanced Placement (AP) პროგრამებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაზისო უნარების განვითარებას — წიგნიერებას, მათემატიკურ აზროვნებას, კომუნიკაციასა და კონცეპტუალურ გაგებას.
JBS სკოლაში სწავლება არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა — ეს არის აზროვნების განვითარება. სასწავლო პროცესი აერთიანებს სტრუქტურირებულ აკადემიურ სწავლას, კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომას (inquiry-based learning) და მოსწავლეზე მორგებულ ინდივიდუალურ განვითარებას.
მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მასწავლებლების ხარისხს — JBS სკოლის პედაგოგებს გავლილი აქვთ საერთაშორისო სტანდარტის აშშ-ის სერტიფიცირების პროგრამები, რაც უზრუნველყოფს სწავლების მაღალ დონეს და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას.
JBS სკოლა გეგმავს ავტორიზაციის მიღებას Middle States Association (MSA)-ისგან — ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციისგან, რომელიც აფასებს და აკრედიტაციას ანიჭებს მსოფლიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, მათ შორის აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებსა და Ivy League-ის წარმომადგენლებს.
ეს პროცესი წარმოადგენს ჩვენი გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს JBS-ის მიზანს — შექმნას საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო გარემო საქართველოში.
სწავლების პროცესი აგებულია დაბალანსებულ ყოველდღიურ განრიგზე, რომელიც აერთიანებს აკადემიურ მუშაობას, ფიზიკურ აქტივობას, ველბიინგის პრაქტიკებსა და შემეცნებით განვითარებას. ეს ყოველივე ხელს უწყობს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ენერგიასა და ეფექტურ სწავლებას მთელი დღის განმავლობაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორენოვან განათლებას. ინგლისურ და ქართულ ენებზე სწავლება დაწყებითი კლასებიდანვე აძლიერებს კოგნიტურ მოქნილობას და გრძელვადიან აკადემიურ წარმატებას.
პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ეტაპობრივად ეუფლებიან ფინანსურ და საინვესტიციო აზროვნებას, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიურ და AI წიგნიერებას,რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ და მართონ საკუთარი მომავალი სწრაფად ცვალებად სამყაროში.
JBS სკოლაში პიროვნული განვითარება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი და ყოველდღიური პრაქტიკაა.
ჩვენი მოდელი ეფუძნება საერთაშორისო ფსიქოლოგიურ კვლევებს და აერთიანებს ხუთ ძირითად პრინციპს — JBS 5Rs:
- პასუხისმგებლობა (Responsibility) — საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე
- გამძლეობა (Resilience) — სირთულეებთან გამკლავებისა და აღდგენის უნარი
- ურთიერთობები (Relationships) — ნდობაზე, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული კავშირები
- რეფლექსია (Reflection) — საკუთარი ქმედებების გაანალიზება და გაუმჯობესება
- მუდმივი ძალისხმევა (Relentless Effort) — მიზნისკენ თანმიმდევრული და უდრეკი მოძრაობა
ეს პრინციპები არ არის თეორიული — ისინი ყოველდღიურად ვითარდება საკლასო გარემოში, სპორტში და ველბინგის პროგრამის ფარგლებში.
JBS-ში ჩვენ ვავითარებთ შინაგან მოტივაციას, რაც მოსწავლეებს აძლევს უნარს, იყვნენ დამოუკიდებლები, მიზანდასახულები და სტაბილურად წარმატებულები.
JBS-ის მოდელის ცენტრში დგას ველბინგის სისტემა — პროგრამა, რომელიც ქმნის ფიზიკურ და ემოციურ საფუძველს სწავლისთვისა და განვითარებისათვის.
პროგრამა ეფუძნება თანამედროვე ნეირომეცნიერებასა და ფიზიოლოგიას, და ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- კვება (Nutrition) — ენერგიის, კონცენტრაციისა და ჯანმრთელობის საფუძველი
- აღდგენა (Recovery) — ძილისა და დასვენების მნიშვნელობა განვითარების პროცესში
- ნერვული სისტემის რეგულაცია (Nervous System Regulation) — სტრესის მართვა და ფოკუსის შენარჩუნება
- პოზა და საბაზისო მოძრაობა (Posture & Movement) — სხეულის სწორი განვითარება და ტრავმების პრევენცია
- ფიზიკური განვითარება (Physical Development) — გამძლეობა, ძალა და მოძრაობის უნარები
JBS-ში ჩვენ გვესმის, რომ ბავშვის სწავლის უნარი პირდაპირ დამოკიდებულია მის შინაგან მდგომარეობაზე. ამიტომ, ჩვენ არ ვაიძულებთ შედეგს — ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც შედეგს ბუნებრივად წარმოშობს.
სპორტი JBS-ში არის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი და არა დამატებითი აქტივობა.
მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ და შემოქმედებით მიმართულებებში, მათ შორის:
- კალათბურთი — NBA Basketball School-ის მეთოდოლოგიით
- ფეხბურთი — ევროპული სტანდარტების მიხედვით
- ცეკვა — ქართული, თანამედროვე და ჰიპ-ჰოპი,
- სხვა სპორტები — ფრენბურთი, MMA, ცურვა, ჩოგბურთი, პადელი
სპორტული პროგრამები ორიენტირებულია არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე, არამედ დისციპლინის, გუნდურობის, ლიდერობისა და გამძლეობის განვითარებაზე.
JBS-ში ჩვენ ვწვრთნით არა მხოლოდ სპორტსმენებს — ჩვენ ვავითარებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისთვის როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
2026-2027 წლის მიღება დაწყებულია





